
ოპოზიციის ნაწილი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვიოს. ასევე, ოპოზიცია საზღვრების დროებით ჩაკეტვას ითხოვს.
"მიუხედავად იმისა, რომ დიახ, საბჭოს ჩატარება აუცილებელია, თუ ეროვნული უსაფრთხოება არის ამ შემთხვევაში მიზანი, მე მოვუწოდებდი მთავრობას, რომ განიხილონ შექმნილი ვითარება, რა ფორმატშიც უნდათ, და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ გვახსოვს ჩვენ გაწვევას რა მოჰყვა, რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში", - თქვა თეონა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ რუსეთში განვითარებული მოვლენები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება, საქართველოში რუსების რაოდენობა გაიზრდება და ახლა აუცილებელი ნაბიჯი საზღვრის ჩაკეტვაა.
რაც შეეხება მმართველ პარტიას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში უშიშროების საბჭოს არცერთი სხდომა არ შემდგარა.
იხილეთ ასევე: