ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის მებრძოლები "დაძაბულობის ზონებში" გაემგზავრნენ - კადიროვი

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი Telegram არხზე წერს, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთის ერთიანობის შესანარჩუნებლად. მან მიმდინარე მოვლენებს "საზიზღარი ღალატი" უწოდა. 

მისივე მტკიცებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის მებრძოლები დაძაბულობის ზონებში უკვე გაემგზავრნენ.

"მივმართავ მებრძოლებს - სამშობლოს პატრიოტებს. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. რაც არ უნდა დასახონ მიზნები, რა დაპირებებიც არ უნდა მოგცენ, ასეთ მომენტში სახელმწიფოს უსაფრთხოება და რუსული საზოგადოების ერთიანობა უპირველესია! ნახეთ, როგორ სარგებლობენ ჩვენი დასავლეთის მტრები ამ სიტუაციით და ეს არის პრიგოჟინის მოღალატური ლაშქრობის მოსალოდნელი შედეგები.

ის, რაც ხდება, არ არის ულტიმატუმი თავდაცვის სამინისტროს მიმართ. ეს არის ქმედება სახელმწიფოსთვის წინააღმდეგ და ამ ქმედების წინააღმდეგ აუცილებელია ეროვნული ლიდერის ირგვლივ გაერთიანება: სამხედროები, უსაფრთხოების ძალები, გუბერნატორები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გვარდიის მებრძოლები დაძაბულობის ზონებში უკვე გაემგზავრნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ რუსეთის ერთიანობა და დავიცვათ მისი სახელმწიფოებრიობა! აჯანყება უნდა ჩავახშოთ და თუ ამას მკაცრი ზომები სჭირდება, მაშინ ჩვენ მზად ვართ! - წერს კადიროვი.

გარდა ამისა, კადიროვის თქმით, "ნამდვილი სამხედრო ამბოხისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთმა ქმედებებმა  სისხლიანი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი