"რამდენიმე ევროპარლამენტარს ჰქონდა ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით, ანუ საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი. ის მოქმედებს არა საქართველოს მოსახლეობის კარნახით, ქართველი ამომრჩევლის კარნახით, არამედ გარე კარნახით."
ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე.