დღეს ჩვენ ფაქტობრივად მოწმენი ვართ სამოქალაქო ომის დაწყების - პოდოლიაკი რუსეთზე

გამოქვეყნდა:

"უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ დესტაბილიზაცია მოახდინა რუსეთის ელიტაში, გააღრმავა შიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში დამარცხების შემდეგ გაჩნდა.

დღეს ჩვენ ფაქტობრივად მოწმენი ვართ სამოქალაქო ომის დაწყების. პრიგოჟინის ჯგუფი იკავებს სამხედრო ობიექტებს, შტაბებსა და მთელ ქალაქებს, გზაზე თითქმის არ აწყდება წინააღმდეგობას, განაიარაღებს შემთხვევით ჯარისკაცებსა და პოლიციელებს.

პუტინი პრიგოჟინს მოღალატედ და უკანონოდ აცხადებს და შესაბამის ბრძანებებს უცხადებს სპეცსამსახურებს, მაგრამ არაფერი ხდება - მმართველობის კრიზისი, ძალაუფლების ფაქტობრივი დაკარგვა. პარალელურად ვაგნერი აგრძელებს მარშს მოსკოვისკენ. უკრაინა აგრძელებს საკუთარი გზით სვლას. 1991 წლის საზღვრამდე".

თქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი