პუტინის რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას აგრძელებს - იან კელი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, რუსეთის საქართველოში შემოჭრას და აგვისტოს ომის 12 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 12 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ, რომ პუტინის რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას აგრძელებს და ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიების 20 %“ – წერს კელი Twitter-ზე.

​იან კელი აშშ-ს დიპლომატიურ მისიას საქართველოში 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა.

საერთაშორისო გამოხმაურებები 12 წლის შემდეგ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი