"აიღეთ იარაღი!" - ხადარკოვსკი რუსეთის მოქალაქეებს

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერი, მიხაილ ხადარკოვსკი, რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, აიღონ იარაღი:

"პრიგოჟინი შეძლებს გადარჩენას და კრემლამდე მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხის ფართო მასები მიიღებენ იარაღს. ადამიანებს შეუძლიათ აიღონ იარაღი, რომელიც ახლა ფაქტობრივად უპატრონოა. აიღე! ხვალ გამოგადგება.." წერს ხადარკოვსკი. 

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენები. ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელის მტკიცებით, აკონტროლებენ ვორონეჟსაც და მიდიან მოსკოვისკენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი