უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ რადარის მონაცემებს, რის მიხედვითაც პუტინის ბორტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა
ტელეგრამ არხებზე ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა პრემიერმინისტრ მიშუსტინის თვითმფრინავიც.
გავრცელებული ინფორმაციითვე, ქვეყანა დატოვა ვიცე-პრემიერმა დენის მანტუროვმა.
ვაგნერის სამხედრო დაჯგუფებას კი ამ დროისთვის როსტოვი, ვორონეჟი, ვოლგოგრადი და კრასნოდარი აქვთ დაკავებული და მოსკოვისკენ მიიწევენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაპირისპირებაა.
ქალაქ ვორონეჟში კი ნავთობის ბაზაზე არსებულ საწვავის რეზერვუარზე გაჩენილ ხანძარს აქრობენ. პრიგოჟინი მათ მიერ ნავთობის ბაზის დაბომბვას უარყოფს და წერს,რომ ეს როსგვარდიამ ვაგნერისთვის ხელის შესაშლელად გააკეთა.