რუსეთში პატიმრების ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. სასჯელაღსრულების სამსახურის საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა ალექსანდრე იონოვმა სამთავრობო ТАСС-სთან კომენტარში თქვა, რომ "ვოდნიკის" ციხეში პატიმრებმა "მხოლოდ საკნების კარზე ბრახუნი და ყვირილი დაიწყეს". მისივე თქმით, ამჟამად იქ სიტუაციას ციხის ადმინისტაცია აკონტროლებს.
პატიმრები არ აჯანყებულან. დაიწყეს სინქრონულად საკნების კარზე ბრახუნი და ყვირილი, მაგრამ სულ ეს იყო", - თქვა ТАСС-თან რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა ალექსანდრე იონოვმა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამოწმებისთვის მივიდნენ.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ციხეში პატიმრები აჯანყდნენ.