ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი ჰქონდა დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
როგორც ბორელი წერს, იგი კოორდინაციას უწევს ევროკავშირისა და კრიზისებზე რეაგირების ცენტრი გააქტიურა.
"მქონდა სატელეფონო საუბარი დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რათა გაგვეცვალა ხედვები რუსეთში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით.
ორშაბათის გასამართი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინ, მე კოორდინაციას ვახორციელებ ევროკავშირის შიგნით და ასევე გავააქტიურე კრიზისების რეაგირების ცენტრი.
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელად გრძელდება", - წერს ჯოზეფ ბორელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან რუსეთში დაძაბული სიტუაციაა. კერძო დაქირავებული დაჯგუფება "ვაგნერი" და მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას უპირისპირდება.