პეტერბურგში პრიგოჟინის ოფისთან მანქანაში 4 მილიარდი რუბლი იპოვეს

გამოქვეყნდა:

დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანაში 4 მილიარდი რუბლით სავსე ყუთები იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ Telegram არხებზე ვრცელდება. 

როგორც არხი Политика Страны წერს, პეტერბურგში სასტუმროს ჩხრეკის დროს სამართალდამცველები თეთრი მანქანით დაინტერესდნენ, მისი გაჩხრეკის დროს კი რამდენიმე ყუთი აღმოაჩინეს 5,000 ბანკნოტით.
 
მათივე ცნობით, პრიგოჟინი ადასტურებს რომ ფული მისია და იგი "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების კუთვნილი ხელფასია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი