რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, 30 დღით დააკავებენ ყველას, ვინც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს არ დაემორჩილება.
"სამხედრო მდგომარეობის შესახებ" კანონით და რუსეთის სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმების შეუსრულებლობისთვის, მოქალაქეები დაჯარიმდებიან 1 000 რუბლამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 30 დღემდე, თუ ეს ქმედებები არ შეიცავს სისხლისსამართლებრივ დასჯადი ქმედებას. თანამდებობის პირებისთვის ჯარიმა 2 000 რუბლამდე ან ადმინისტრაციული, ასევე დაპატიმრება 30 დღემდე" - წერია დოკუმენტში
შეგახსენებთ, რომ რუსეთში შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. სამხედრო ტექნიკა კი, რომელიც აქამდე სასაზღვრო რაიონების რეზერვში იყო, მოსკოვშია გადაყვანილი.