ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რეგიონის იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც "ვაგნერის" რიგებში იბრძვიან, მოუწოდებს არ დაუჭირონ მხარი მათ ხელმძღვანელობას და არ დაემორჩილონ არალეგალურ ბრძანებებს.
გაგლოევის თქმით, ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის ფედერაციას.
"უკრაინაში და მის გარშემო სპეცოპერაციის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის ქმედებებს.
პუტინმა უნდა ჩაახშოს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყება", - ვკითხულობთ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებაში.
გაგლოევის თქმით, "რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ამ რთულ დროს, ყველა უნდა დარჩეს ერთიანი და იმოქმედოს უკეთესი საერთო მომავლისთვის"