მოსკოვიდან თბილისის, სტამბოლისა და ასტანას მიმართულებით ავიაბილეთები ამოიწურა - Guardian

გამოქვეყნდა:

"გარდიანის" ინფორმაციით, მოსკოვიდან თბილისის, სტამბოლისა და ასტანას მიმართულებით პირდაპირი ფრენის ბილეთები ამოიყიდა. 

შეგახსენებთ, რუსეთში სამხედრო ამბოხია. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით,  ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი და ვორონეჟი. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ. მოსკოვის მისადგომებთან ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

თავის მხრივ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების ფასები გაორმაგდა და 1000 დოლარს მიაღწია. 

როგორც რუსული სამთავრობო მედია Goergian Airlines-ის წყაროზე დაყრდნობით წერს, მოსკოვში პანიკაა და ყველა ცდილობს ბილეთის შეძენას. 

კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით ყველა იაფიანი ბილეთი გაიყიდა და მხოლოდ ძვირიანი ბილეთები არის დარჩენილი. 

"კატასტროფული ფასებია, რადგან სკამები უკვე გაიყიდა და მხოლოდ ძვირიანი ადგილები დარჩა - პრემიუმ ეკონომი და ბიზნესი", - უთხრა კომპანიის წარმომადგენელმა რუსულ მედიას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი