პარტიზანული ორგანიზაცია АТЕШ-ის ცნობით, "ვაგნერი" ვორონეჟის ბირთვული საწყობის ხელში ჩასაგდებად ემზადება

გამოქვეყნდა:

სეპარატისტული მოძრაობის "АТЕШ"-ის ინფორმაციით, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერი" ემზადება რომ ვორონეჟის რეგიონში ბირთვული იარაღის საწყობი ჩაიგდოს ხელში. 

როგორც ორგანიზაცია Telegram არხზე წერს, "ვაგნერის" დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ისინი ქალაქ ბორისგლებსკის მისადგომებთან არიან მისულები, სადაც ბირთვული იარაღის საწყობი მდებარეობს.

ვარაუდით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებენ რომ საწყობი საკუთარი ძალებით დაიცვან, რადგან მათ ძალიან მცირე ცოცხალი ძალა და რესურსები აქვთ. 

"საჭიროა მნიშვნელოვანი რაოდენობის ტანკები, არტილერია და მოტორიზებული პროფესიონალური ქვეითთა ჯგუფი. რადგან ახლა მათ თავისუფალი ჯარები არ გააჩნიათ, გამაგრების ერთადერთი გზა არის ოპერატიული რეზერვების გაყვანა ფრონტზე," - წერს ორგანიზაცია.

მათი ვარაუდით, ბირთვული საწყობისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ, გამოიწვევს საომარი მოქმედებების ესკალაციას "ვაგნერსა" და რუსეთის ფედერაციის ჯარებს შორის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი