აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა. ბლინკენს საუბარი ჰქონდა კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ევროკავშირის წამყვან დიპლომატებთან.
როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, "უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა არ შეიცვლება", ხოლო რუსეთში მოვლენების განვითარებასთან ერთად, "პარტნიორებთან ახლო კოორდინაციას" გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რუსეთში სამხედრო ამბოხია. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი,ვორონეჟი, ვოლგოგრადი... ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ. მოსკოვის მისადგომებთან ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.