ლიპეცკის გუბერნატორი ადასტურებს, რომ "ვაგნერმა" მათ რეგიონს მიაღწია

გამოქვეყნდა:

რუსეთის რეგიონ ლიპეცკის გუბერნატორი, იგორ არტამანოვი ადასტურებს, რომ "ვაგნერის" დაჯგუფებამ რეგიონამდე მიაღწია.

როგორც არტამანოვი Telegram-ზე წერს, სამართალდამცავი უწყებები და მათი ხელმძღვანელები "ყველაფერს აკეთებენ" მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. 

"სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამოყენების მხრივ ხარვეზები არ ფიქსირდება", - წერს გუბერნატორი. 

გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და თავი შეიკავონ ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილებისგან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი