რუსეთის 98-ე სადესანტო დივიზიის საჰაერო ძალების 217-ე გვარდიული პოლკი "ვაგნერელების" მხარეს გადავიდა.
მათ ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ მზად არიან იბრძოლონ "ტიკტოკერ" კადიროველებთან, რომლებიც აქამდე საკუთარი წესების კარნახით მოქმედებდნენ -"ჩვენ ერთად ვართ, ბიჭებო" - ნათქვამია მიმართვაში.
ეს რუსეთის რეგულარული არმიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაყოფია, ამიტომ მათი მხარდაჭერა ფრონტის ხაზზე ვითარებასაც ცვლის.
შეგახსენებთ, რუსეთში სამხედრო ამბოხია. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი, ვორონეჟი და კიდევ რამდენიმე ტერიტორია. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ. მოსკოვის მისადგომებთან ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.