პუტინისთვის მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება - CNN

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინისთვის მომდევნო 24 საათი გადამწყვეტი იქნება, - წერს CNN სტატიაში, რომლის ავტორიც ანალიტიკოსი ნიკ პეტონ ვოლშია.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი ბოლო 23 წლის განმავლობაში, ახლა ყველაზე სერიოზული საფრთხის წინაშეა.
 

"ახლა მსოფლიოში სიდიდით მეხუთე არმია ფაქტის წინაშე დგას, სადაც ძმათა მკვლელობა - იარაღის მათივე ჯარისკაცების წინააღმდეგ აღმართვა - ერთადერთია, რასაც შეუძლია მოსკოვის ელიტის ჩამოშლისგან გადარჩენა," - წერს CNN. 

CNN აღნიშნავს, რომ რუსეთში პუტინს აღიქვამდნენ როგორც "ოსტატ ტაქტიკოსს" ამის გამო, ყველა თვლიდა, რომ საფრთხე რომელიც ევგენი პრიგოჟინისგან მოდიოდა, იყო პუტინის მცდელობა, რომ გენერლები მუდმივად მზად ჰყოლოდა. 

მათივე ვარაუდით, "ვანგერის" ჯგუფი აჯანყებას გარკვეული დროის განმავლობაში გეგმავდა და მათი ბანაკების დაბომბვა შეტევის წამოწყების საბაბად გამოიყენეს. 

"შესაძლოა, პრიგოჟინი ოცნებობდა, რომ შეეძლო პუტინი ეიძულებინა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა შეეცვალა, რომელსაც "ვაგნერის" მეთაური თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა. თუმცა, შაბათ დილით პუტინის სიტყვით გამოსვლამ ეს პერსპექტივა საერთოდ გაანადგურა. ეს ახლა ეგზისტენციალური არჩევანია რუსეთის ელიტისთვის - არჩევანი პრეზიდენტის მერყევ რეჟიმსა და ბნელ, დაქირავებულ ფრანკენშტაინს შორის, რომელიც მათვე შექმნეს, ბინძური საქმის შესასრულებლად", - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის ბოლოში CNN ასკვნის, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორ დამთავრდება ყოველივე ეს, რთული წარმოსადგენია რომ პუტინის რეჟიმი იგივე გავლენებს დაიბრუნებს, რაც მას წარსულში ჰქონდა და უდავოა, რომ შემდგომი არეულობა და ცვლილება ჯერ კიდევ წინ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი