აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება და ქართველ ხალხს მიმართავს.
"ძვირფასო ქართველო ერო და ქართველო ხალხო, თქვენი მთავრობა უარს ამბობს დასავლეთზე იმ ქვეყნის გამო, რომელიც საკუთარ თავთან ომშია. საქართველოს სურს, დასავლეთის ნაწილი იყოს. არ მისცეთ თქვენს მთავრობას უფლება, [საქართველო] რუსეთს მიყიდოს," - წერს კინზინგერი.
შეგახსენებთ, რუსეთში სამხედრო ამბოხია. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. არსებული ცნობებით, ვაგნერმა უკვე დაიკავა როსტოვი,ვორონეჟი, ვოლგოგრადი... ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს დედაქალაქამდე სულ რამდენიმე საათის გზა დარჩათ. მოსკოვის მისადგომებთან ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.