როსკომნადზორი (რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის სააგენტო) მოსახლეობას ინტერნეტზე შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს. უწყების განმარტებით, ინტერნეტის მუშაობაზე შეზღუდვები, შესაძლოა, იმ რეგიონებში დაწესდეს, სადაც "კონტრტერორისტული ოპერაცია" მიმდინარეობს.
როსკომნადზორის თქმით, ამ ტერიტორიებზე Telegram-ის გამოყენება ამ დროისთვის არაა შეზღუდული, თუმცა შეფერხებით მუშაობს.
მომხმარებლებს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ.
შეგახსენებთ, რუსეთში სამხედრო ამბოხია. "ვაგნერის" დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ქვეყნის ხელისუფლებას უპირისპირდება და მოსკოვისკენ მიიწევს. "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" ამ დროისთვის ქალაქ მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონშია გამოცხადებული. რუსულ სოციალურ ქსელ "კონტაქტში" "ვაგნერთან" აფილირებული გვერდები დაბლოკეს.