
სალომე ზურაბიშვილი რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს და ამბობს, რომ ვერ დაუკავშირდა ვერც ერთ უწყებას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ერთადერთი პირი, ვინც ქვეყნის მთავარსარდალს ინფორმაცია მიაწოდა, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ - მაიორ მათიაშვილია:
"როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვალდებული ვარ, დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და მათ ყველა შესაძლო გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამიტომ, გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ -მაიორ მათიაშვილის მერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერც ერთი სხვა პპასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან. ვერც შს მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი და ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს და მიზიარებდეს. ვერც სუს-ის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება საკუთარი უწყების კანონის თანახმად, არის ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა, ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა და ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად ამ მდგომარეობაში საგანგაშოა, როცა მსოფლიოს ყურადღება მაქსიმალურად მობილიზებულია არსებულ მოვლენებზე" თქვა ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე
იხილეთ ასევე: