უკრაინელმა ჯარისკაცებმა დღეს რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად დაიწყეს თავდასხმა, პროგრესი ყველა მიმართულებაზეა - მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე ადგილას ერთდროულად დაიწყეს კონტრშეტევა, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა გააკეთა. 

მალიარის თქმით, უკრაინელ ჯარისკაცებს პროგრესი ყველა მიმართულებით აქვთ.

"ჯარისკაცების სამხრეთ ნაწილის ჯგუფმა დღეს რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად დაიწყეს თავდასხმა. 

მიმართულებებს შრის არის ორხივო-ვასილივკას, ბახმუტის, ბოჰდანივკას, იაგდინეს, კლიშჩიივკას და კიურდიმივკას მიმართულებებით. პროგრესი ყველა მიმართულებით არის", - ამბობს მალიარი.

მალიარის ცნობით, მტერმა წინსვლა სცადა კუპიანსკის, ლიმანსკის და მარიინსკის მიმართულებებით, თუმცა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა საჰაერო და საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს ავდიივისა და შაქტარის მიმართულებებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი