
რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის მოქალაქეები გამოქცევას, რომ სწორედ საქართველოში ეცდებიან ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღეს უახლოეს დღეებში რუსეთიდან თბილისის მიმართულებით ფრენების უკლებლივ ყველა ბილეთი გაიყიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთადერთი უწყებაა, რომელსაც ლარსის ჩაკეტვის მოთხოვნაზე რაღაც სახის რეაგირება ჰქონდა. გომელაურის უწყებამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მოქალაქეები იმით დაამშვიდა, რომ ჯერ ლარსზე მანქანების ნაკადის მატება არ იგრძნობა, შესაბამისად არანაირი საგანგებო ზომის მიღება საჭირო არ არის.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ამ დრომდე არ შეკრებილა. კომენტარი არ გაუკეთებია არც ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებას
ამასობაში აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. რისკები გადააფასა და "საქართველოსთან საზღვარი" ჩაკეტილად გამოაცხადა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ბოლოს გადმოსული მოქალაქეები ყვებიან, რომ გამშვებ პუნქტთან ჯერ განსაკუთრებული მობილიზება არ არის, მაგრამ რუბლი უკვე შესამჩნევად გაუფასურდა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი