რაც უფრო ხშირად ირბენს ის საკუთარ ბუნკერში, მით უფრო დაკარგავთ თქვენ ყველაფერს რაც რუსეთს უკავშირდება - ზელენსკი პუტინზე

გამოქვეყნდა:

"კრემლის ლიდერს ძალიან ეშინია და იმალება. მან ზუსტად იცის რისიც ეშინია, რადგან თავად შექმნა ყველა ბოროტება. რაც უფრო ხშირად ირბენს ის საკუთარ ბუნკერში, მით უფრო დაკარგავთ თქვენ ყველაფერს რაც რუსეთს უკავშირდება, რას ვიზამთ უკრაინელები? ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას. რაც უფრო დიდი ხანი დარჩება თქვენი ჯარები უკრაინის მიწაზე, მით მეტ ნგრევას მოუტანენ ისინი რუსეთს, რაც უფრო დიდხანს იქნება ეს ადამიანი კრემლში, მით უფრო დიდი იქნება კატასტროფის მასშტაბები."

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სადაც ის რუსეთში მიმდინარე სამხედრო ამბოხს ეხმაურება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი