
მუხათგვერდის სასაფლაოზე პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი ერთად მივიდნენ. პირველმა პირებმა აგვისტოს ომში, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგეს პატივი და საფლავები ყვავლიებით შეამკეს. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია ყველაფრის მიუხედავად პატივი მივაგოთ, ყოველ დღე, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, ყოველ წუთს, გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები, საქართველომ ამ ომში 100-იბით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20%, რა თქმა უნდა, ეს არის დღეს საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა, თითოეული ჩვენგანის ვალია გვახსოვდეს ყველა ეს ადამიანი, ყველა დაღუპული, ვემსახუროთ ამ ქვეყანას, მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - ამბობს გიორგი გახარია
მუხათგვერდში იმყოფებიან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც. მინისტრთა კაბინეტის წევრები და უმრავლესობის დეპუტატები, ასევე დედაქალაქის მერი.