ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ლუკაშენკომ და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო "ვაგნერის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგები. "რუსეთის ლიდერმა მხარი დაუჭირა და მადლობა გადაუხადა ბელარუს კოლეგას გაწეული სამუშაოსთვის", - წერს ლუკაშენკოს პრესსამსახური.