პრიგოჟინის კოლონები როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბს ტოვებენ

გამოქვეყნდა:

ვაგნერელები როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბს ტოვებენ. გზები ისევ გადაკეტილია, თუმცა ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრიგოჟინის სამხედროები ნივთებს აგროვებენ და ქალაქიდან გასასვლელად ემზადებიან.

შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, განაცხადა, რომ "რუსების სისხლს არ დაღვრის" და მოსკოვისკენ წინსვლა შეაჩერა. მისი თქმით, "ვაგენერელები" დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან. 

როსტოვი იყო პირველი ქალაქი, სადაც "ვაგნერელები" შევიდნენ და ყველა სამხედრო ბაზა უბრძოლველად დაიკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი