პრიგოჟინს კრემლში თანამზრახველები ჰყავს და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებდა - დანილოვი

გამოქვეყნდა:

„ვაგნერის“ დამფუძნებელს ევგენ პრიგოჟინს კრემლში თანამზრახველები ჰყავს და ის რუსეთში გადატრიალების მცდელობის შესახებ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებდა - აცხადებს უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.

მისივე თქმით, პრიგოჟინის უკან დგანან ძლიერი ადამიანები მაღალი წოდებებითა და მაღალი თანამდებობებით.

"ამჟამად არ მინდა ეთერში ვთქვა ვინ არიან ესენი, სუროვიკინი თუ ვინმე სხვა. დამიჯერეთ, პრიგოჟინს არ შეუძლია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად, ის არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. ის ფაქტი, რომ მის უკან დგანან ძლიერი ადამიანები მაღალი წოდებებითა და თანამდებობებით, არავისთვის საიდუმლო არ არის“, - დასძინა დანილოვმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსი სამხედროები ვაგნერელებს არ დაუპირისპირდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი