უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 25 ივნისამდე პერიოდს.
გასული 24 საათის განმავლობაში, უწყების ცნობით, ლიკვიდირებულია 720 სამხედრო.
გენშტაბის მიხედვით, რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები ამ დროისთვის ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 224 630;
- ტანკი - 4 030;
- ჯავშანტექნიკა - 7 806;
- საარტილერიო სისტემა - 4 034;
- სარაკეტო სისტემა - 624;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 385;
- თვითმფრინავები - 314;
- ვერტმფრენი - 308;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 472;
- საკრუიზო რაკეტები - 1 259;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 735;
- გემი/ნავი/კატარღა - 18;
- სპეციალური აღჭურვილობა - 552.