
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმები ფრთოსანი რაკეტებისა და შაჰიდის დრონებით განახორციელეს.
როგორც უწყება წერს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40 ფრთოსანი რაკეტა, ერთი Kalibr-ის ტიპის რაკეტა და სამი Shahed-ის დრონი ჩამოაგდეს.
გენშტაბის ინფორმაციით, 24 ივნისს თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები - დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. გარდა ამისა, მთლიანად განადგურდა ან დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, შენობები და 50-ზე მეტი მანქანა.
გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში, გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 53 სარაკეტო და 15 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ასევე 50-მდე შეტევა მოხდა ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.
რუსეთის ძირითადი ძალისხმევა კვლავ მიმართულია ლიმანის, ავდიივკასა და მარინის მიმართულებებით - დღის განმავლობაში ამ ადგილებში 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა.