გუშინ ჩვენ ვთქვით და დღესაც იმავეს ვიმეორებ, ჩვენი საქმე არ არის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის შიდა პოლიტიკა, ეს შეიძლება იყოს ხაზარაძის, გახარიას და ნაცების საქმე, მაგრამ ჩვენი საქმე არ არის რუსეთის შიდა პოლიტიკა, ამიტომ კომენტარების გაკეთებაც კი არასწორია ჩვენი მხრიდან ამასთან დაკავშირებით. ყველა სახელმწიფომ უნდა მიხედოს თავის შიდა პოლიტიკას, ეს ჩვენი საქმე არაა.
[...]
მე არ ვიცი, ვის ვისთან ჰქონდა ზარები. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ურთიერთობები ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. თუ რამე კომუნიკაცია შეიძლება შედგეს, ამისთვის არის ერთადერთი არხი, ეს არის მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის არხი, ამის იქით არხები არ არსებობს. გუშინ არ ხდებოდა არაფერი განსაკუთრებული, იყო რუსეთის შიდა საქმე, ჩვენ რა კომუნიკაცია უნდა გვქონოდა ამასთან დაკავშირებით.
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთში მომხდარ სამხედროარეულობასთან დაკავშირებით.