ოპოზიციისთვის თვითმიზანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მეტი რა უნდა დაამტკიცონ, პირდაპირ განცხადებებით ადასტურებენ, რომ ჩვენ ვართ მართლები. არა მარტო თვითმიზანია, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის: აღვივებენ პოლარიზაციას, ამისთვის შეაწყალებინეს გარედან სალომე ზურაბიშვილს გვარამია და ა.შ. გლობალური ომის პარტია არის ის, ვისაც აწყობს საქართველოში პოლარიზაციის შენარჩუნება, აწყობს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის სამწუხარო მოვლენა. თუმცა ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ დეკემბერში, განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისგან, ამჯერად მაინც იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.