არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, ეს იყო რუსეთის შიდა საქმე - კალაძე

გამოქვეყნდა:

"გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდებოდა. ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, შიდა პრობლემები და რაც შემდეგ მოგვიანებით გამოჩნდა, კიდევ უფრო დადასტურდა ის განცხადებები, რაც მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა. ეს ყველაფერი მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. დამოკიდებულება, რომელიც განცხადებების სახით ვიხილეთ და მოწოდებები, არ ვიცი ეს ადამიანები მიზანმიმართულად აკეთებენ ამას და შეცდომებს უშვებენ, გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად, ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა უნდა იზრუნოს პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, თუნდაც რაც გუშინ ვიხილეთ, რა სტატუსებს წერდნენ, რა მოწოდებები იყო. ზოგი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა ქვეყანაში, რომ ახლა იყო თურმე შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ხელისუფლება ჩამოეგდოთ, ვიღაც გამოდიოდა და ომისკენ მოგვიწოდებდა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და დამოკიდებულება, ეს არის მტრის „წისქვილზე წყლის დასმა."

თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთში მომხდარ სამხედრო ამბოხს ეხმაურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი