
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, რადგან "კარგი მაჩვენებლები" ჰქონდა. მისი შეფასებით, 12-პუნქტიანი გეგმაც "ზედმიწევნით" სრულდება.
"საქართველო მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს. იმიტომ, რომ თუ მართლა რომელიმე ქვეყანას აქვს კარგი მაჩვენებლები, წინ გადადგმული ნაბიჯები ჰქონდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, საუკეთესო იყო და თავადვე აღნიშნეს ეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებულიო.
ნუ, გასაგებია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და მოგვცეს ეს 12-პუნქტიანი გეგმა. მზად ვართ, ამ 12-პუნქტიან გეგმასაც ვასრულებთ ზედმიწევნით, რომ ვინმეს სალაპარაკო არ დარჩეს არაფერი და დაველოდებით დეკემბერში. მინდა მჯეროდეს, რომ არ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული და კიდე არ დაიჩაგრება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა," - აცხადებს კალაძე.