"გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება" | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთში სამხედრო ამბოხს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

"გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, 24 ივნისს რუსეთში "ვაგნერელების" ლიდერმა, ევრგენი პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი დაიწყო. მან როსტოვისა და  ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოკსოვს მიუახლოვდა. თუმცა, ბელარუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ მან უკან დაიხია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი