კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად 20 000-მდე ცხოველი დაიღუპა - უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

​კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად 20 000-მდე ცხოველი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრმა, რუსლან სტრილეტსიმ, გაავრცელა.

მისი თქმით, ჰესზე თავდასხმას სერიოზული ეკოლოგიური შედეგები მოჰყვა და ზიანის შესაფასებლად მან უცხოელი კოლეგები ადგილზე მიიწვია,

"სამწუხაროდ, არის რაღაცები, რასაც ჩვენ ვერასდროს აღვადგენთ. ეს არის ეკოსისტემები, რომლებიც შავ ზღვაში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად ჩაედინა," - განაცხადა სტრილეტსმა ევროკავშირის გარემოს დაცვის მინისტრების შეხვედრაზე. 

შეგახსენებთ, 6 ივნისს, გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა კახოვკას ჰესის კაშხალი ააფეთქეს, რის შედეგადაც წყალმა უკონტროლო დინება დაიწყო. დაიტბორა ათობით დასახლებული პუნქტი.

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 17 ადამიანი, 31 კი დაკარგულად ითვლება. 

ამავდროულად, ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, ევაკუაციის არარსებობის გამო,  ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა 500 ადამიანსაც აჭარბებდეს. 

გამოუსწორებელი ზიანი მიადგა გარემოსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი