24 ივნისს კიევში საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 24 ივნისს კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

"სოლომიანსკის რაიონში მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი აღმოაჩინეს 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ", - დაწერა კლიჩკომ Telegram-ზე.

როგორც კლიჩკომ აღნიშნა, მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.  

სოლომენსკის რაიონში 24-სართულიანი შენობა ოკუპანტებმა 24 ივნისს ღამით დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი