მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები კრემლში. პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ, თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, სავარაუდოდ, ალექსეი დიუმინი შეცვლის. დიუმინი პუტინის უახლოესი გარემოცვის წვერია, წლების განმავლობაში ის ვლადიმერ პუტინის უსაფრთხოებას პირადად აკონტროლებდა.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაგნერელები როსტოვის აეროდრომს ტოვებენ, თუმცა მანამდე მათ რუსეთის მომმარაგებელი მთავარი ნავთობის ბაზა ააფექთქეს. მიუხედავად იმისა, რომ ევგენი პრიგოჟინმა აჯანყება ბოლომდე არ მიიყვანა, კრემლი ახლა არასტაბილურ სიტუაციაშია, რადგან ამბოხმა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის არმიას და ნათლად აჩვენა მსოფილიოს რუსეთის სისუსტე.