WP: აშშ-მ ივნისის შუა რიცხვებში იცოდა, რომ პრიგოჟინის დაჯგუფება შეიარაღებულ მოქმედებას გეგმავდა

გამოქვეყნდა:

The Washington Post-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებმა ივნისის შუა რიცხვებში იცოდნენ, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის მეთაური ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ შეიარაღებულ მოქმედებებს გეგმავდა. ამის შესახებ გამოცემას რამდენიმე ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

როგორც წყარო გამოცემას უყვება, პრიგოჟინის ზუსტი გეგმები და დრო უცნობი იყო, მანამ სანამ 23 და 24 ივნისს პრიგოჟინის ტანკები მოსკოვისკენ არ წავიდოდნენ, თუმცა მისივე თქმით, საკმარისი მინიშნებები იყო, იმის საფიქრელად, რომ რაღაც იგეგმებოდა.

ამერიკელი ოფიციალური პირი ასევე ამბობს, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში გაურკვეველი იყო, რა შეიძლება მომხდარიყო - დარჩებოდა თუ არა პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში და რა გავლენა ექნებოდა ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობას რუსეთის ბირთვულ არსენალზე.

როგორც ის აღნიშნავს, არასტაბილურობა, რომელსაც, შესაძლოა, რუსეთის სამოქალაქო ომი მოჰყოლოდა, მთავარი საშიშროება იყო.

გამოცემა ასევე წერს, რომ დაზვერვის ინფორმაციის შესახებ ინფორმირებული იყვნენ პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მაღალი თანამდებობის პირები.

შეგახსენებთ, 24 ივნისს რუსეთში "ვაგნერელების" ლიდერმა, ევრგენი პრიგოჟინმა სამხედრო ამბოხი დაიწყო. მან როსტოვისა და  ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა. თუმცა, ბელარუსის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ მან უკან დაიხია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი