"მზარეულის" მარში | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

მითი რუსეთის სამხედრო ძლევამოსილების შესახებ სულ რამდენიმე საათში ერთი მზარეულის მარშმა დაასრულა. მითების მსხვერავასთან ერთად, იმავე კაცმა, მზარეულმა, ბანდიტმა და მეზღაპრემ 25 000-იანი დაჯგუფებით, რუსეთის რამდენიმე ქალაქი აიღო, დაიკავა სამხრეთის ოლქის შტაბი, გაანადგურა ნავთობბაზა, სამხედრო ვერტმფრნები, საჰაერო სამეთაურო შტაბი, და ლამის მოსკოვამდე ისე ჩავიდა, რომ მისი გამჩერებლი არავინ გამოჩნდა.

რა გარიგების სანაცვლოდ გადაწყვიტა პრიგოჟინმა ბელარუსში გარიდებოდა პროცესებს, ამას ძალიან მალე გავიგებთ. მაგრამ მთავარი მოსახდენი უკვე მოხდა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის არმია სიძლიერით არათუ მსოფლიოში მეორე არ არის, თავად რუსეთშიც კი მეორე ან მესამეა მზრაეულისა და კადიროვის დაჯგუფებების შემდეგ. თავად პუტინის რეპუტაციას და ძლიერი მმართველის იმიჯს იმდენად დიდი ზიანი მიადგა, რომ მისი ერთადერთი ამოცანა ახლა ძალაუფლების შენარჩუნება გახდა და არა სამხედრო ავანტიურა უკრაინაში. 

პუტინის სისუსტე კარგად დაინახა რუსეთის სამხედრო-ფინანსურმა ელიტამაც. არ დაგვავიწყდეს, რომ ის სამყაროა, რომელიც მეტწილად ბანდიტური და კლანური გაგებით იმართება და თავად პუტინი ერთ-ერთი მთავარი ავტორია ამ სისტემისა. აქ ლიდერი ერთადერთი ნიშნით ფასობს - ბრუტალური ძალით და მზაობით გაანადგუროს ნებისმიერი, ვინც წინ გადაუდგება. აღმოჩნდა, რომ ამ სისტემის ლიდერი უკიდურესად სუსტია, რომელიც სულ რამდენიმე საათში ლამის დაამხო ერთი შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერმა. და პუტინს იმისი ძალაც კი არ აღმოაჩნდა, ეს ამბოხი საკადირსად დაესაჯა.

პირიქით, დასჭირდა ხვეწნა, დასჭირდა მეამბოხისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემა და კულუარული მოლაპარკებები იმისთვის, რომ პრიგოჟინი ცოტა ხნით გარიდებოდა პროცესებს. ეს რუსეთის ელიტისთვის სიგნალია, რომ მეფე სუსტია და ძალაუფლება ხელმისაწვდომია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ვაგნერის მსგავსი დაჯგუფებები რუსეთში უამრავია, ყველა ოლიგარქი თავის კერძო არმიას ქმნის. რა თქმა უნდა, რჩება ვერსიაც, რომ მზარეულის მარში შესაძლოა ინსცენირება იყოს. მაგრამ ეს სწორედ ის ვერსიაა, რომელსაც ახლა კრემლი კლუტივირებს, რომ როგორმე ეს სირცხვილი ჩამოწეროს პუტინს. მაგრამ ფაქტი ასეთია - პუტინი დღეს ყველაზე სუსტია. რუსეთის სამხედრო ძალას კი არათუ საკუთარი ქალაქების, საკუთარი ღირსების დაცვაც კი არ შეუძლიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი