
საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად არჩევნებში 32 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება.
წყაროს ინფორმაციით, არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ "კონსერვატიულ პარტია ახალ დემოკრატებს“, რომელსაც პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ხელმძღვანელობს, გამარჯვების დიდი პერსპექტივა აქვს.
საბერძნეთში მოქმედი საარჩევნო რეგულაციების მიხედვით, მეორე ტურში გამარჯვებული პარლამენტში დამატებით 50 ადგილს მიიღებს.
შეგახსენებთ, მიცოტაკისის პარტიამ მაისში გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 300-ადგილიან პარლამენტში ხუთი მანდატი დააკლდა. ამის შემდეგ მიცოტიაკისმა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.