
''უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია, სიმართლის პატიმარი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკავებას ეხმაურება.
''ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი. გააუბედურეს ოჯახი, სრულიად საქართველო შოკში ჩავარდა, ანგელოზი გოგოს მკვლელობით. შემდეგ, გააყალბეს საქმე, ხელი დააფარეს მვლელეს(ებს), დამკვეთებს - ყველაფერი ამას ადასტურებს.
საქმის გამომძიებელმა რამდენიმე კვირის წინ ამხილა სისტემა, მოჰყვა ფალსიფიცირებული საქმის შესახებ და ივარაუდა, რომ ეს იყო შეკვეტილი მმკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა რუსული პარტია. ამასობაში, დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც ამხილა სისტემა და მოჰყვა სიმართლე. სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები. უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია, სიმართლის პატიმარი",- წერს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სერგო შუბითიძე "ფორმულასთვის" მიცემული სკანდალური ინტერვიუში აცხადებდა, რომ გამოძიების დროს ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი გამომძიებელი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა.
23 წლის პროგრამისტის ოჯახი კი აცხადებს, რომ შუბითიძის საჯარო განცხადებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ თამარი მოკლულია და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ.