"მთავარის" გადამღებ ჯგუფსა და ბათუ ქუთელიას, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი თავს დაესხა

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "მთავარ არხის" გადამღებ ჯგუფსა და რესპონდენტზე - გუშინ, დიღომში, ევგენი მიქელაძის ქუჩაზე ჟურნალისტი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ბათუ ქუთელიასთან ინტერვიუს წერდა, რა დროსაც მას სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

შუა ხნის კაცი გადამღებ ჯგუფსა და ქუთელიას პოლიტიკური ნიშნით დაესხა თავს, ის მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა და  "მთავარი არხის" კუთვნილი  ტექნიკის დაზიანებაც სცადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი