"რუსეთი აქ არასდროს იქნება" - ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

"რუსეთი აქ არასდროს იქნება" - ამ სახელწოდების აქცია გაიმართა ბათუმში. რეფორმების ჯგუფის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი აჭარაში ბევრი რუსეთის მოქალაქეა ჩამოსული თითქოს ტურისტული მიზნით, სინამდვილეში კი ისინი სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

"ის ე.წ. ტურისტები, რომლებიც აქ სამეწარმეო და ბიზნეს საქმიანობას კანონიერად თუ უკანონოდ ახორციელებენ. ხელს უშლის ბათუმელების კეთილდღეობას. არ შეიძლება სახელმწიფოში ერთი წლის ტურისტული ვიზა ჰქონდეს ადამიანს", - თქვა რეფორმების და კვლევის ჯგუფის წარმომადგენელმა, თენგიზ თევზაძემ.

აქციის მონაწილეები სავიზო რეჟიმის გამკაცრებას და  საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის გაზრდას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი