უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი უკრაინის პრეზიდენტმა  გამოჩენილი მამაცობისთვის ღირსების ორდენითა და მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში 21 ოქტომბერს დაიღუპა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.

ყაფლანიშვილი სამშობლოში 27 ოქტომბერს ჩამოასვენეს, ის სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი