გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე რუსეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებზე ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს. 

მისი მტკიცებით, ჩვენ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის, იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია გვყავს.

"საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას და ასევე ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა. მათ არ ესმით სინამდვილეში რას ნიშნავს და როგორ ხდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა", - თქვა თალაკვაძემ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი