ხმაური იყო გარდაბანში - სოფელ მუღანლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც სოფლის გამგებელთან დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლში სასმელი წყლისა და საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
"მნიშვნელოვანია ამ ადამიანების პრობლემის სწრაფად უზრუნველყოფა და გზის დაგებას მაინც უნდა სურვილი, ელემენტარული სურვილი, ბიუჯეტი არსებობს, თანხები არის, ეს თანხა ამ ხალხის არის. დოხტურიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის არავის უჩუქებია, რომ ჯიბეები გაისქელონ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ამ ადამიანებისთვის გამოიყოს კონკრეტული სახსრები და პირველ რიგში, უზრუნველყონ გზის დაგება", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.