
გორის მერია 70 ცალ საოფისე სავარძელში 17 815 ლარს გადაიხდის - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა
"მოზაიკა" ავრცელებს. უწყებამ, კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, ხელშეკრულება შპს “სავარძელი პლიუსს" უკვე გაუფორმა.
არსებული ინფორმაციით, თითოეული სავარძლის ღირებულება 254 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ სავარძლების მიწოდება 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
ინფორმაციისთვის, შპს "სავარძელი პლიუსი" 2022 წლის იანვარში დაფუძნდა და კომპანიამ წელიწადნახევარში საბიუჯეტო დაწესებულებებისგან 3 000 000 ლარზე მეტი მიიღო.