30 ივნისს ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს

გამოქვეყნდა:

30 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.
პრემიერი საკანონმდებლო ორგანოს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

"დაანონსებული არის და ბიურომაც მიიღო ამაზე გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე კვირას იქნება პრემიერმინისტრის წლიური ანგარიში. პარასკევს, 30 ივნისს. მანამდე გვექნება კანონპროექტები. მათ შორის, დაჩქარებული წესით განსახილველი და რამდენიმე ანგარიში მოსასმენი," - თქვა პაპუაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი