რეპრესიული კანონი კლინიკებისთვის | ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტში ჩნდება სასამართლოს ფილტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკებსა და ფარმაცევტულ ქარხნებში ჯანდაცვის სამინისტროს შესვლის პარალელურად, ინფორმაცია სასამართლოშიც მივა. აზარაშვილის უწყებას კონკრეტულ დაწესებულებებში წელიწადში სამჯერ შეეძლება შევიდეს. 

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც კანონპროექტის განხილვას ესწრებოდნენ, მიღებულ კანონს ფასადურ ცვლილებებს უწოდებენ და ამბობენ, რომ სამედიცინო სექტორისთვის ამით არაფერი შეიცვლება. 

აღსანიშნავია, რომ კლინიკებში არაგეგმიური და გაუფრთხილებელი შესვლა ერთიდან სამამდე გაიზარდა. ასეთი ქმედებები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, აზიანებს პროცესს და კლინიკების წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს უშლის. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სფეროს წარმომადგენლებს პასუხობს, რეგულირების სააგენტოს უნდა ჰქონდეს უფლება, მოვალეობების ჯეროვნად აღსრულების შესაძლებლობა და პაციენტის საჩივრის ან სხვა პრობლემის შემთხვევაში დროულად შეძლოს ობიექტიდან მტკიცებულებების ამოღება. 

ასევე საყურადღებოა გაზრდილი ჯარიმების ოდენობა. სფეროს წარმომადგენლების თქმით, რეგიონული კლინიკებისთვის ეს გაკოტრების წინაპირობა იქნება. როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, კომიტეტზე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ამ თემაზე პასუხები ვერ მიიღეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი